LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ვთხოვო პარლამენტს ფილანტროპიის კანონის შემუშავება, რომელსაც როგორც გადარჩენას, ისე ელოდება კულტურის სფერო – ქეთევან დუმბაძე

92
imedinews-30384989

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა.

კულტურის სამინისტროს გამოყოფისა და პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნის საკითხზე დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და კოლეგებს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

დუმბაძის თქმით, საქართველოსთვის კულტურა სტრატეგიული დარგია და შემოქმედებითი საზოგადოება ითხოვს სახელმწიფო დონეზე ამის აღიარებას.

„იმედი მაქვს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ამ აზრს გაფანტავს. და ბოლოს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა, მივმართო ბიზნესის წარმომადგენლებს და მოვუწოდო კულტურის სტიმულირებისკენ, მივმართო პარლამენტს და ვთხოვო ფილანტროპიის კანონის შემუშავება, რომელსაც, როგორც გადარჩენას, ისე ელოდება კულტურის სფერო. იმედს ვიტოვებ, რომ კულტურის კომიტეტის შექმნა ამ კანონის მალე ინიცირების საწინდარი გახდება. დიდი მადლობა იმ ორწლიანი ოცნებისთვის, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდათ და დღეიდან კულტურის სამინისტრო ცალკე სამინისტროდ  ჩამოყალიბდება ისევ“, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g