LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებებს დროს ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული: ჯოზეფ ბორელი

106
jozeph-boreli-w-h

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმიანება.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან იცის, რომ პროგრესის მისაღწევად ნაბიჯები იდგმება, სწორედ ამიტომ ის “ოპოზიციას იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს”.

“განვიხილეთ მედიაციის შედეგები, რომელსაც უძღვება პრეზიდენტი და მისი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი. სამწუხაროდ, ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული, მაგრამ ბატონ პრემიერთან საუბარში, რამდენადაც მე ვიცი, პროგრესის მიღწევისკენ ნაბიჯები იდგმება. იგივე უნდა განახორციელოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი წარმოადგენს თავის წინადადებებს, რომელსაც რამდენიმე დღეში მოვისმენთ და როგორც მსგავს სიტუაციაში ხდება, ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ აჩვენოს ინკლუზიური ლიდერობა. მინდა ხაზი გავუსვა, პრემიერმინისტრის აქ ყოფნის პარალელურად, რომ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რათა პროცესი წინ წავიდეს. ასევე საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება არ უწყობს ხელს დემოკრატიის მუშაობას და პოლიტიკურ პლურალიზმს.

პარლამენტის ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით. ყველა პარტიამ და პოლიტიკურმა აქტორმა საქართველოში არსებული სიტუაციის უფრო ფართო შედეგები უნდა გაითვალისწინოს, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესი დაისახონ და გამონახონ კომპრომისი.

სამწუხაროდ, შეთანხმება ამ დრომდე არ შემდგარა, თუმცა პრემიერმინისტრთან საუბრის დროს ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ ის მყარად ერთგულობს კონსტრუქციულ თანამშრომლობას და პროგრესს. იგივე ქმედებებია საჭირო ოპოზიციის მხრიდანაც”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

magti 5g