LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები და მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, უდანაშაულო არავინაა” – ჯორჯ კენტი

127
e73fd979-e373-4464-b4e8-fa69c404bced-675

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ჯორჯ კენტი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მდგომარეობის შესახებ მოსმენისას ნიკა მელიას დაკავების საკითხსაც შეეხო.

კენტი აღნიშნავს, რომ მელიამ გათავისუფლების პირობები დაარღვია, სამაჯური მოიხსნა, ამიტომ უდანაშაულო არაა.

სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა

„საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაინახა საფრთხე, რომ არსებობდა ოპოზიციის ლიდერის დაკავების შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ პრინციპულად გადადგა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შოკი პოლიტიკური კულტურისთვის. სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიში გამართლდა მომდევნო კვირას. ბატონმა მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მან მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. ეს საკითხი ეხება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა, მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ინტერესი, იპოვონ გზა წინ წასაწევად, როგორც ეს მათ გააკეთეს შარშან, ვგულისხმობ 8 მარტის შეთანხმებას, რამაც ხელი შეუწყო არჩევნების ჩატარებას შეცვლილი პირობებით, რომელზეც ყველა შეთანხმდა. ასე რომ, საჭიროა წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა.”-განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g