სინოპტიკოსები დღს, 27 მარტს საქართველოში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. გარდა ამისა, შენარჩუნდება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. მათივე ცნობებით მთაში თოვლი, ქარბუქი და ნისლია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებიულ ინფორმაციაში.
28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.