ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სურათი ჰგავს იმ საწყის ეტაპს, რაც ქვეყანამ უკვე გაიარა, არსებობს კლასტერები, რასაც ეპიდემიოლოგები უკვე სწავლობენ.
“დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში.
შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ ყოველდღიურად, რომ მოსალოდნელია სერიოზული მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში”.- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
