რიზ უიზერსპუნმა სამსახიობო კარიერა სულ რაღაც 15 წლის ასაკში დაიწყო. ახლა ის წარმატებული მსახიობი და 3 შვილის ახალგაზრდა დედაა.
ახლახანს 45 წლის მსახიობმა სოციალურ ქსელში უფროსი ვაჟთან, 17 წლის დიაკონთან ერთობლივი ფოტო გაავრცელა, ფოტომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. კომენტარებში დიაკონის გარეგნობით აღტაცებული თაყვანისმცემლები კომენტარებს არ იშურებენ.
„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ როგორ მიყვარხარ, შენ ცხოვრებას სულ სხვა თვალით მაჩვენებ“ – წერს ამაყი დედა.