LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი ლუსილ ბოლის როლში – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან

83
41479490-0-image-a-22-1617849898323

53 წლის მსახიობი, ნიკოლ კიდმანი ლეგენდარული მსახიობის, ლუსილ ბოლის როლს შეასრულებს. ბიოგრაფიული ფილმის, „რიკარდოდ ყოფნა“ გადაღებები უკვე დაწყებულია.

„ფილმის გადაღებები მიმდინარეობს“, – ასე დაასათაურა ფოტო კიდმანმა, სადაც ის გადასაღებ მოედანზე პოზირებს.

რამდენიმე თვის წინ ნიკოლმა გამოცემა Variety-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნული როლის შესახებ ისაუბრა.

„ძალიან მიყვარს ლუსილი, მისით სრულიად მოცული ვარ, ის ჭეშმარიტი ქალია“, – განაცხადა კიდმანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები