LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება – კახა კალაძე

29

„თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება,“ – ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დღეს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კალაძის თქმით, დამატებით გამოყოფილი თანხები მოხმარდება მეტროსადგურებისა და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას.

გარდა ამისა, თანხები მოხმარდება ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას და იმ პროექტებს, რაც წინასაარჩევნო პროგრამაში იყო გაწერილი. გაზრდის შედეგად ბიუჯეტი იქნება 880 მილიონ ლარამდე,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g