ჩინეთში ამბობენ, რომ მათ მიერ დამზადებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს დაბალი ეფექტიანობა აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ჩინური ცენტრის დირექტორის გაო ფუოს განცხადებით: “ჩინურ ვაქცინებს დაცვის ძალიან მაღალი მაჩვენებელი არ აქვთ“.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებზე მუშაობენ.
საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა