LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში: არჩილ თალაკვაძე

106
არჩილ თალკავაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, “ქართული ოცნების” 6 დეპუტატის მხრიდან პარტიის დატოვებას ეხმიანება. მისი განცხადებით, მას დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, რისთვისაც თალაკვაძე მათ მადლობას უხდის.

თალაკვაძის განმარტებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. თალაკვაძის აცხადებს, რომ მაშინ როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები და ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, გიორგი გახარიამ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები

დგას თუ არა გახარიას უკან ივანიშვილი – რას ამბობს „ოცნებიდან“ წასული ხოჯევანიშვილი

“როგორც პარლამენტის სპიკერი, მადლიერი ვარ და ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომ დეპუტატებმა წინაწარ შემატყობინეს მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას, ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პარტიას შექმნის, ვინ იქნება მის გუნდში და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევენ ისინი. მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი. ვფიქრობ უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა, ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს.

პოლიტიკაში ასე ხდება როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, უმნიშვნელო ფიგურა ნამდვილად არ იქნება: დავით სერგეენკო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები