LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, უმნიშვნელო ფიგურა ნამდვილად არ იქნება: დავით სერგეენკო

101
დავით სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო, 6 დეპუტატის მხრიდან “ქართული ოცნების” დატოვებას ეხმიანება. მისი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ საჯარო სივრციდან მოულოდნელად არ უნდა მიეღოთ ინფორმაცია და კარგი იქნებოდა თუ მანამდე კონსულტაციების გავლა მოხდებოდა. როგორც სერგეენკო განმარტავს, მას ამ თემაზე არავისთან უსაუბრია.

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

სერგეენკო გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის არცთუ ისე სუსტი კონკურენტი იქნება.

“რეგლამენტშიც კი წერია, რომ არ არის დეპუტატი ვალდებული მთლიანად პარტიულ ხაზს მიჰყვებოდეს. მას აქვს თავისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ მოულოდნელი იყო და მე ვფიქრობ წინასწარ, თავისი გუნდის წევრებთან, რაღაც კონსულტაციები უნდა გაევლოთ და საჯარო სივრციდან არ უნდა გაგვეგო ამის შესახებ. ჩემთან ამ საკითხზე არ გაუვლიათ კონსულტაცია.

გიორგი გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, არც თუ ისე სუსტი, რადგანაც ის დიდი ხნის განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრი და სხვა და სხვა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ანუ უმნიშვნელო ფიგურა ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g