ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლას.
თალაკვაძე ამბობს, რომ “გიორგი გახარიას არათანმიმდევრული დამოკიდებულება დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა”.
„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს, რთული გადაწყვეტილების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების და პირობის ნაცვლად რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს”, – ამბობს თალაკვაძე.
თალაკვაძის თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი გასაცემი იქნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, გახარიას გუნდმა პასუხისმგებლობებზე უარი თქვა.
“დაველოდებით ვნახავთ რა პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო”, – აცხადებს თალაკვაძე.
რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები
დგას თუ არა გახარიას უკან ივანიშვილი – რას ამბობს „ოცნებიდან“ წასული ხოჯევანიშვილი