LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პირველი არხის ეთერში “ვოისის” პირველი პირდაპირი ეთერი დაიწყება – ხმის მიცემა Facebook-ის საშუალებითაც არის შესაძლებელი

240
Capture11111111111111111111111

დღეს, 17 აპ­რილს, 22 საათზე „სა­ზო­გა­დო­ებ­რივი მა­უ­წყე­ბლ­ის“ ეთერში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი მე­გა­შოუ „ვო­ი­სი“-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იწყე­ბა. ბრმა კას­ტინ­გი­სა და რინგ­ის შემ­დეგ მწვრთნე­ლე­ბი უკვე მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად გა­და­წყვე­ტენ კონ­კურ­სან­ტე­ბის ბედს. თითოეული მწვრთნელის გუნდიდან მაყურებლის წინაშე სამ-სამი მომღერალი წარდგება, სადაც ცნობილი გახდება ნახევარფინალისტების ვინაობა.

მაყურებელს რჩეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა სატელეფონო ზარების და Facebook-ის მესენჯერის საშუალებით ექნება.

ხმის მიცემის წესები:
  • ხმის მიცემა დაიწყება უშუალოდ კონკრეტული გუნდის გამოსვლის წინ და შეწყდება გუნდის ყველა წევრის ნამღერის ბოლოს
  • ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სატელეფონო ზარებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით
  • თითოეული კონკურსანტის მხარდამჭერი ნომერი ცნობილი გახდება უშუალოდ პირდაპირი ეთერის დროს
  • ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და მონიშნოთ თქვენი რჩეული კონკურსანტი
  • ფეისბუქზე თითოეულ გუნდში ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ, ერთი მონაწილისთვის არის შესაძლებელი

თითოეული გუნდიდან ნახევარფინალის საგზურს ორი მონაწილე მიიღებს, საიდანაც ერთს მაყურებელი გამოავლენს, მეორეს მწვრთნელი გადაარჩენს, ხოლო მესამე სამუდამოდ დატოვებს „ვოისს“.