LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპორტის სასახლის უკან, ბეტონის ჯუნგლებში, მოულოდნელად შემომეფეთა სკვერი… ძალიან კარგად მოგიფიქრებიათ…“

203
ciraelisashvili345

სამოქალაქო აქტივისტი, ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს თბილისის ერთ-ერთ უბანში ახლახან მოწყობილი სკვერის ფოტოს და წერს:

„სპორტის სასახლის უკან, აკადემ-ქალაქში რა ბეტონის ჯუნგლებიც გვაქვს, ყველამ ვიცით და ბევრს არ გავაგრძელებ. დღეს, მოულოდნელად, სკვერი შემომეფეთა, როგორც ვიცი, ჯერ ოფიციალურად არც გახსნილა. ინვესტორს შეუსყიდია ტერიტორია მორიგი კორპუსის ასაშენებლად. მერიის შეთავაზებას ადგილმონაცვლეობის შესახებ ეს ინვესტორი დაეთანხმა და საბურთალოს გამგეობამ ამ ტერიტორიაზე სკვერი გააკეთა!

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა!

ამ ჩაბეტონებულ აკადემ-ქალაქს და ზოგადად თბილისს ჰაერივით სჭირდება ასეთი მწვანე სივრცეები!

თბილისის მერია / Tbilisi City Hall

საბურთალოს რაიონის გამგეობა, ძალიან კარგად მოგიფიქრებიათ!

მეტი ურბანული გადაწყვეტილებები თბილისს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები