LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც მელია ამბობს, რომ მზად არის გირაო აღიაროს, გამოვიდეს და ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია და ეს არის უკან დახევა: ირაკლი კობახიძე

77
ირაკლი-კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხრიდან გირაოს მიღების შემთხვევაში, ის წინასწარი პატიმრობიდან გამოვა, მაგრამ თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, როგორც ეს კობახიძემ განმარტა, მელია ციხეში შებრუნდება. ამიტომ, მისი თქმით, ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

კობახიძის განცხადებით, ერთადერთი, რაც ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან იცავს, არის სწორედ ამნისტია და ამდენად, ამნისტია არაფრის ალტერნატივა არ არის.

“იყო საუბარი გირაოზე, თავდებობაზე და ა.შ. ამნისტია არის ერთადერთი ზომა, რომელიც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან, სხვა არც გირაო, არც თავდებობა და ა.შ.  ბრალდებულს არ იცავს. ერთადერთი, რაც  ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან იცავს, არის სწორედ ამნისტია, ამიტომ არ არის ამნისტია არაფრის ალტერნატივა, რადგან ამნისტიას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ,” განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამნისტია არ იყო მმართველი გუნდის მოთხოვნა, მაგრამ ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და საბოლოო ჯამში, ეს დოკუმენტში აისახა. კობახიძის განცხადებით, ისინი პასუხისმგებელი არიან დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს და შესაბამისად, ამნისტიის კანონი უნდა იყოს მიღებული.

“ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გირაო იყოს გადახდილი და მელიამ მიიღოს ეს გირაო, აღიაროს. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მაგრამ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ის ციხეში შებრუნდება. ამიტომ ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

კიდევ ერთი აქცენტი – როდესაც მელია ამბობს, რომ მზად არის ახლა უკვე გირაო აღიაროს, გამოვიდეს და ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია და ეს არის უკან დახევა. როცა ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული, უტევდნენ პარლამენტს და უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა რა მუხლებს არ შეეხება ამნისტია და აღნიშნა, რომ შესაბამისი ჩანაწერი კანონშიც იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g