ამნისტიის ორი კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალ კვირას იწყებს.
თემაზე მსჯელობა ამ ეტაპზე საკომიტეტო სხდომებზე მოხდება.
ვის შეეხება ამნისტია – ეს პუნქტი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში დეტალურად არის განმარტებული.
დოკუმენტის ოპოზიციური ვერსიის მიხედვით, სამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიციელებს დაზარალებულის თანხმობის გარეშე ვერ მოეხსნებათ.