LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს რეაბილიტაცია 200 კილომეტრამდე გზას ჩაუტარდება

23

ვაპირებთ, რომ 2018 წელს რებილიტაცია ჩავუტაროთ 200 კილომეტრამდე გზას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

ალავიძემ გზის ის მონაკვეთები ჩამოთვალა, რომელსაც 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მათ შორის, მან დაასახელა მარნეული – ალგეთის გზის 15 – კილომეტრიანი მონაკვეთი, დმანისის მუნიციპალიტეტში გზის გარკვეული მონაკვეთი, წალკა-აიაზმის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჭრებალო-ნიკორწმინდისგზის მონაკვეთი და ა.შ. გარდა ამისა, ზურაბ ალავიძემ რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი ყველაზე მოცულობითია, როგორც სირთულით, ასევე ფინანსურად.

„რიკოთის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 90-მდე ხიდზე და 60-მდე მაგისტრალური გვირაბის გაკეთებაზე, პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიარდ დოლარამდე იქნება. პროექტირება უკვე მიმდინარეობს. ეს არის ურთულესი მონაკვეთი“, – განაცხადა ალავიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g