LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმით” ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა: გაბუნია

93
გაბუნია

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.  ამ დროისთვის ქვეყანაში ჩინური ვაქცინით 800-მდე ადამიანია აცრილი.

წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, „სინოფარმს“ აქვს ძალიან დაბალი ალბათობა იმისი, რომ სერიოზული გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მცირე ტემპერატურული რეაქციები და ზოგადი სისუსტე არის ჩვეულებრივი გვერდითი რეაქცია, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერ ვაქცინაზე დაფიქსირდეს, თუმცა ესეც, „სინოფარმის“ შემთხვევაში შედარებით ნაკლებია. გუშინ ასეთი გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.  ამ დროისთვის ქვეყანაში 48 ათასამდე ადამიანია აცრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g