LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს კანონპროექტი საერთოდ გადასაგდებია ისტორიის სანაგვეზე და ამის ნაცვლად სანქციის კიდევ უფრო გამკაცრება ხდება: კახა კოჟორიძე

56
კახა კოჟორიძე

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებული ცვლილებები  ღრმა საბჭოთა კავშირში უკან გადადგმული ნაბიჯია”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს შეხვედრაზე პარტიის პოზიცია გააცნეს, რომლის თანახმად, “ლელო” მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი საქართველოს კონსტიტუციას და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება .

“ჩვენ ხაზგასმით ვუთხარით პრეზიდენტს ის, რაც “ლელოს” წარმომადგენლის მხრიდან პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაჟღერდა – ეს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან პირდაპირ პრინციპულ წინააღმდეგობაშია”. – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტის თანახმად, მკაცრდება სანქცია ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად 541 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში კი, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სანქციას ზრდიან და რამდენიმე ათასლარიანი სანქციას აწესებენ.

“წინა თუ მოქმედი ხელისუფლების დროს, როგორც ადვოკატი არაერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე ვმონაწილეობდი და მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი ისედაც პრობლემურია. სანქციის გაზრდაზე საუბარი, კიდევ ერთხელ უკან გადადგმული ნაბიჯია ღრმა საბჭოთა კავშირში, რომლის სულისკვეთებითაც არის ეს კანონპროექტი გაჟღენთილი.

ეს კანონპროექტი საერთოდ გადასაგდებია ისტორიის სანაგვეზე და ამის ნაცვლად სანქციის კიდევ უფრო გამკაცრება ხდება. ამის პრინციპული წინააღმდეგები ვართ. პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი პოზიცია, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, მას ჩვენთან შეხვედრაზე არ უთქვამს”. – განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე შეფასებით, “ოცნებამ” ცალმხრივი კანონპროექტების მიღებით დაადასტურა როგორი არასანდო პარტნიორია.

“ის მუდმივად არღვევს იმ შეთანხმებებს, რასაც ხელს აწერს”. – დასძინა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

კონსტიტუციით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეჩერების ყველაზე სწრაფი გზა სწორედ ვეტოა: სალომე სამადაშვილი

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: ხვიჩია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g