LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის შაურმა კოსტავაზე ახალ ფილიალს ხსნის

176

”გლდანის შაურმა” ქსელს აფართოებს – კომპანია კოსტავას ქუჩაზე #70-ში ახალ ფილიალს ხნის. ობიექტი საზეიმო ვითარებაში 26 დეკემბერს გაიხსნება და ადგილზე 10 ადამიანი დასაქმდება.

როგორც ”ფორტუნას” ”გლდანის შაურმას” დამფუძნებელმა, ზვიად ედიშერაშვილმა განუცხადა, ეს კომპანიისთვის რიგით მე-8 ფილიალია.

”გვაქვს ობიექტები როგორც დედაქალაქში, ისე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით- ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ზესტაფონში. 2018 წელს კი უკვე აღმოსავლეთ საქართველოს ათვისებას ვგეგმავთ. ვინაიდან, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა ჩვენს შაურმაზე ძალიან მაღალია, დამატებით ჯამში 3 ახალი ფილიალის გახსნა გვინდა როგორც დედაქალაქში, ისე რუსთავსა და თელავში”, – აღნიშნა ზვიად ედიშერაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ”გლდანის შაურმა” მომხმარებელს 2 სახეობის პროდუქციას სთავაზობს -შაურმასა და როიალს. 2018 წლიდან კი სიახლეები პროდუქციის გამრავალფეროვნების კუთხითაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g