LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ადამიანების არაორდინალური რეაქციები ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანზე

587
page

ბოლო დღეების განმავლობაში შოუბიზნესის სამყაროს ყურადღების ეპიცენტრში 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკია. საზოგადოება შოკირებულია „ბენიფერის“ გაერთიანებით. როგორც იცით, ვარსკვლავური წყვილი რამდენიმე დღის წინ ერთად გადაიღეს, ისინი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემართნენ.

ვიდეო: „ორივე ძალიან მიყვარს“ – მეთ დეიმონი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განახლებულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური წყვილის რომანმა არამხოლოდ რიგითი ადამიანები, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც განაცვიფრა.

„ფორტუნა პლუსმა“ შეკრიბა ცნობილი ადამიანები, რომლებსაც „ბენიფერის“ რომანზე არაორდინალური რეაქციები ჰქონდათ.

„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა, შერონ სტოუნმა კომენტარებში დაწერა „მე ვგულისხმობ WTF A-Rod?“

ბენ აფლეკის ახლო მეგობარმა, მეთ დეიმონმა განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება თუკი ეს სიმართლე აღმოჩნდება – „მე ორივე ძალიან მიყვარს“

„ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა ისინი მაინც შეძლებენ ერთად ყოფნას?“,  – დაწერა „ტვიტერზე“ ბეტი მიდლერმა.

როდესაც ვუპი გოლდბერგს გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნულ თემაზე დაუწყეს საუბარი, მსახიობმა თვალები დახუჭა, ვითომ ეძინა.

და ბოლოს, საზოგადოება ყველაზე მეტად ჯეი ლოს ყოფილი საქმროს, ალექს როდრიგესის რეაქციას ელოდა. ის ღიმილიანი გამომეტყველების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობდა. ჟურნალისტებს კი ყოფილმა სპორტსმენმა ასე უპასუხა: – „წინ იანკებო!“

ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები