პრინტიანი ტანისამოსი, ჭრელი ფერები და მრავალფეროვანი სტილი – ეს 35 წლის მოდელის, ირინა შეიკის ხელწერაა. რთულია ვარსკვლავის არ შემჩნევა ნიუ-იორკის ქუჩებში. ის მუდამ გამორჩეულად გამოიყურება და პაპარაცების საყვარელი ობიექტია. თუმცა ბოლო პერიოდში, ვარსკვლავის გემოვნება არაერთხელ გააკრიტიკეს. საქმე ისაა, რომ თუ თავად ირინა შესანიშნავად გამოიყურება, ქალიშვილს, 4 წლის ლეას ჩაცმულობას არც თუ ისე დიდ ყურადღებას უთმობს.
ფოტო: ოჯახური ვოიაჟი – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილს ერთად ასეირნებენ
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 3 წლის ქალიშვილს რუსული ენის კურსებზე ატარებენ
თუმცა ამჯერად დედა-შვილის „ლუქმა“ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. შეიკი ლეასთან სეირნობისთვის ვარდისფერ კოსტიუმში გამოეწყო. ლეას კი ნაზი, ღია ვარდისფერ ტონებში გადაწყვეტილი ტანისამოსი ეცვა.
„ძლივს ბავშვს ნორმალურად ჩააცვა“, „ახლა ლეასაც გემოვნებით აცვია“ – წერენ კომენტარებში.