გორში დაკარგული 14 წლის მოზარდი იპოვეს. ამ წუთებში ის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ტინისხიდის თემში დავით ავაზნელმა. მოზარდი ბოლოს ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ნახეს. მას გორის პოლიცია ეძებდა.
მოზარდი 31 მაისს გაუჩინარდა.