LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 307, გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, დადებითობის მაჩვენებელი 2.76 % – განახლებული კოვიდსტატისტიკა

77
koronavirusi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 477 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 640 PCR ტესტით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 349 405-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 334 519-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი ემსხვერპლა.

  • დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან:
  • თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა,
  • აჭარა – 31,
  • იმერეთი – 21,
  • ქვემო ქართლი – 20,
  • შიდა ქართლი – 3,
  • გურია – 3,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28,
  • კახეთი – 14,
  • მცხეთა-მთიანეთი – 7,
  • სამცხე-ჯავახეთი – 4,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926,

საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 929, აჭარაში – 328, იმერეთში – 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში – 357, აჭარაში – 89, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში – 10, იმერეთში – 11. 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 – თბილისში, 220- აჭარაში. 5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 832 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 212, პირი, აჭარაში – 2 210, იმერეთში – 1 201.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g