გასული წლის სექტემბერში ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ბიჭის მშობლები გახდნენ. ბიჭს ფენიქსის გარდაცვლილი ძმის საპატივცემულოდ რივერი დაარქვეს.
ფოტო: ხოაკინ ფექნიქსმა და რუნი მარამ შვილი პირველად გამოაჩინეს – 6 თვის რივერის ფოტოები
როგორც ცნობილია, 46 წლის მსახიობი ცხოველების უფლებებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე აქციებში აქტიურად იღებს მონაწილოებას და თან ვეგანია. სულ ცოტა ხნის წინ ხოაკინმა გამოცემა The Sunday Times-თან თავის შვილზე პირველად ისაუბრა.
„იმედი მაქვს, რომ ის ვეგანი იქნება, მაგრამ არ ვაპირებ, რომ მას ჩემი შეხედულებები თავს მოვახვიო და დავაძალო ვეგანი გახდეს“, – განაცხადა ხოაკინ ფენიქსმა.