LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ორჯერად აცრაში კლინიკებს 5 ლარის ნაცვლად 10 ლარს გადაუხდის

93
GABUNIA GAMYRELIDZE

დედაქალაქში ამცრელი კაბინეტები გადატვირთულია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისას აღნიშნავს, თბილისში ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია.

„ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან ჩვენ სხვაგვარად მასობრივი ვაქცინაციის პროგრამას ვერ განვახორციელებთ. თბილისში ვაქცინაციის კაბინეტები ძალიან დატვირთულია, შედარებით ნაკლები დატვირთვაა რეგიონებში, თბილისშიც ემატება და ასევე მიდის აქტიური მუშაობა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

bm.ge-ს შეკითხვაზე – დედაქალაქში აცრის კაბინეტების დამატებას ხომ არ აფერხებს ანაზღაურების ის მოცულობა, რომელსაც სახელმწიფო ამცრელ ბრიგადებს/კლინიკებს თითო ადამიანის ორჯერადად აცრაში უხდის, რაც 5 ლარია – მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის უწყება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ამცრელი ბრიგადების ანაზღაურების გაზრდაზეც მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამცრელ ბრიგადებს/ კლინიკებს თითო ორჯერად აცრაში 5 ლარს უხდიან.

„პროგრამის დანერგვისას, ანაზღაურება 1 ვაქცინაზე – 2-ჯერადად, 5 ლარით განისაზღვრა. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის მიმართ დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა, მათ შორის გადაუდებელი სერვისის გაწევის და მონიტორინგის აუცილებლობა, ეს ღირებულება გადაფასდა და ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი რესურსის მობილიზებისთვის, რათა მეტი მოტივაცია შევუქმნათ კლინიკებს. სავარაუდოდ, ანაზღაურება გაორმაგდება, მაგრამ ამ დეტალებზე ვმუშაობთ და დამატებით დაზუსტებული პასუხი გვექნება“, – განაცხადა მინსიტრის მოადგილემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით კი კლინიკებისთვის ასანაზღაურებელი ორჯერადი აცრის ღირებულება 5-დან 10 ლარამდე გაიზრდება.

„მიღწეულია ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება და თუ დღეს, ორჯერადი აცრის ღირებულება 5 ლარია, ის ორჯერ გაიზრდება და ამ ეტაპზე 10 ლარი გახდება. შემდეგ ვნახოთ“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g