LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: დიდი ბებია მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი დაჭერას

112

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ფილმ “სტალინის სიკვდილზე” წერს და ყველას ურჩევს მის ნახვას.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ასევე იხსენებს, მისი დიდი ბებიის თამარის და ინგლისურის მასწავლებლის, გელა ჩარკვიანის ნაამბობს.

„მეგობრებთან ერთად კინოში ფილმ „სტალინის სიკვდილს“ ვუყურეთ. ძალიან მაგარი ფილმია. ჩემი დიდი ბებია თამარი მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმების მხრიდან დაჭერას, გამოიყვანა ის მამის, მდიდარი მეწარმის სახლიდან, სტალინმა კი მის ოჯახს სიკეთისთვის სამაგიერო ქონების კონფისკაციით და მისი მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა.

ჩემი ინგლისური ენის მასწავლებელი გელა ჩარკვიანი მამამისთან, კავკასიის პარტიულ მაღალჩინოსანთან ერთად ხშირად სტუმრობდა სტალინს მისი სიცოცხლის ბოლო წლებში და ყველაფერი, რასაც ის მიყვებოდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ფილმშია მოთხრობილი“ – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g