LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშაობენ უსაფრთხოების სამსახურები, რომ ამ აქციებმა პროვოკაცია არ გამოიწვიოს – ზალკალიანი გახელაძის ოჯახის აქციაზე

44
BeFunky-collage (8)

“ოჯახმა რა თქმა უნდა, იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ყველა კონკრეტული ქმედების შესახებ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, დაგეგმილმა საპროტესტო აქციებმა, შესაძლოა პროვოკაციები გამოიწვიოს და ცუდი გავლენა მოახდინოს გახელაძის გათავისუფლებაზე, ამიტომ უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ პროვოკაციების არიდებაზე.

“არ დარჩენილა არცერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი სადაც ჩვენ ზაზა გახელაძის საკითხი არ ყოფილიყო წამოწეული განსაკუთრებული სიმწვავით. ყველა ტრიბუნას, ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი…

ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, რომ ამ რაღაც აქციებმა, რომელიც დაგეგმილია, რაიმე პროვოკაცია არ გამოიწვიოს. იმიტომ, რომ პროვოკაციამ შესაძლოა მისცეს ასე ვთქვათ შემდგომი ზემოქმედების, ცუდად განვითარების შესაძლებლობა ოკუპანტს ქვეყანასთან, გამოიყენონ ეს პროვოკაცია მათი მიზნებისთვის, იმიტომ, რომ არ მოხდეს გათავისუფლება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g