LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მხატვარ ზურაბ ნიჟარაძეს დაკრძალავენ

192
ზურაბ ნიჟარაძე

დღეს მხატვარ ზურაბ ნიჟარაძეს დაკრძალავენ. ქაშუეთის ეკლესიიდან 3 საათზე გამოასვენებენ.

ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე 25 ივნისს გარდაიცვალა.

სხვადასხვა წელს მხატვრის პერსონალური გამოფენები ეწყობოდა როგორც საქართველოში, ისე გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის, საგამოფენო სივრცეებში.

ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ასევე ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g