LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანის მიწიერი ცხოვრების წიგნი დაიხურა” – ილია მეორე მხატვარ ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

149
BeFunky-collage (8)

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

ილია მეორე მხატვარ ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

„კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანის მიწიერი ცხოვრების წიგნი დაიხურა. მარადიული ყოფის თანაზიარი გახდა დიდი მხატვარი, ქართული კულტურის უსაჩინოესი წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ ნიჟარაძე.

მისი ნამუშევრების ფერთა ჰარმონია და სიმსუბუქე იმდენად სხვა და მხოლოდ პიკოსეულია, რომ ავტორის მითითებას არც კი საჭიროებს.

ხელოვნების მოყვარულნი მას დიდ პატივს სცემენ და ფრიად აფასებენ. ამიტომაც მისმა წასვლამ ყველა დაამწუხრა.

გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსაც და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მისი ხელოვნების ყველა მოყვარულს და შევთხოვთ უფალს, რომ ბატონი ზურაბის უკვდავმა სულმა დიადი მშვენიერების სამყაროში,-ღვთის საუფლოში განისვენოს“,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g