“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და საპარლამენტო ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს.
დღეს განცხადებები ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. ოპოზიცია მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
“იყო ეს დაგეგმილი სპეცოპერაცია თუ ეს იყო რუსული ძალები?, – ამას უნდა გასცეს პასუხი სუსმა”: გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძის თქმით, არ შეიძლება ამის უბრალო განცხადებით გატარება.
“პარლამენტი ან არის პარლამენტი, ან მოხდება პარლამენტის დეინსტიტუციონალიზაცია, ისევე როგორც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგა მთლიანად სახე და ვერ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.