ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.