Spice Girls-ის წევრი, 45 წლის ემა ბანტონი პირველად გათხოვდა. ის ჯეიდ ჯონს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც უკვე 23 წელია ცხოვრობს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ვარსკვლავმა, „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. მომღერალმა ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა.
ემას „მიუს მიუს“ თეთრი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 2020 ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, წყვილს ორი შვილი ჰყავს, 13 და 10 წლის ვაჟები.