Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 700 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 398 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 382 734-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.65%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 164 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 491-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 503 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 813 შემთხვევა,
- აჭარა – 93,
- იმერეთი – 115,
- ქვემო ქართლი – 94,
- შიდა ქართლი – 49,
- გურია – 9,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 59,
- კახეთი – 84,
- მცხეთა-მთიანეთი – 27,
- სამცხე-ჯავახეთი – 36,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 326, აჭარაში – 200, იმერეთში – 431. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 756 პირი, მათ შორის, თბილისში – 400, აჭარაში – 38, იმერეთში -162. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 126 აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 – თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 14 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 943 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 528, პირი, აჭარაში – 1 122, იმერეთში – 1 086.