LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

89
1

ისრაელმა, რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად, საქართველოს წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ერთ კვირაში, ამ ქვეყნებიდან ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.

საქართველოსთან ერთად, წითელ სიაში შეყვანილია თურქეთი, ბრიტანეთი და კვიპროსი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,   რეგულაციების გადახედვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ევროპის მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. “დელტა” შტამით ინფიცირების შემთხვევები.

მთავრობის ახალი დირექტივები დღეს გამოქვეყნდა.

“კორონავირუსის დელტა შტამით მაღალი ავადობის გამო, მთავრობა აპირებს ფრენების წესების კიდევ უფრო გამკაცრებას. ერთ კვირაში, აიკრძალება საჰაერო მიმოსვლა ესპანეთთან. სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულ მგზავრებს კი მთელი კვირით იზოლირება მოეთხოვებათ.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ისრაელს ფრენები შეჩერებული აქვს ბრაზილიასთან, არგენტინასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთთან, მექსიკასთან, რუსეთთან, ბელორუსიასთან და უზბეკეთთან.

 

magti 5g