ნიკა მელიას და „ნაციონალების“ მხარდაჭერა, მელიას პირადი რეიტინგის მიუხედავად, არ იქნება საკმარისი, რომ მათ კალაძისთვის მოგება შეძლონ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტან ძაბირაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა ოპოზიციამ მთლიანობაში არასწორი ნაბიჯი გადადგა,
“მგონია, რომ ოპოზიციას უნდა ემუშავა არა იმაზე, ვინ იქნებოდა მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ 43% არ აეღო”
როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, არჩევნებზე ოპოზიცის მხრიდან ნიკა მელიას კანდიდატობის შემთხვევაში დაპირისპირება მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იქნება, რა შემთხვევაშიც ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიიღებს.