LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

56
chixlaze-imedis-kadrii

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის კომისიას ენდობა.

„არ დავესწრებით, რადგან არანაირი ნდობა არ იყო ამ კომისიისადმი და ახლა ბოლო სხდომა იქნება თუ ბოლოს წინა სხდომა, ვერ ვხედავთ აზრს ამაზე დასწრების”-განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, 26 ივლისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ  სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g