გავრცელებული ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაცით, მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი მგზავრების საძიებო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.