“გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია.” – წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი და სპორტსმენს გამარჯვებას ულოცავს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად, ტელეფონის საშუალებითაც მიულოცა, საუბრის ამსახველი ვიდეომასალა კი “ფეისბუქში” განათავსა:
“გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით!
მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი!
ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!” – წერს პრემიერი.