LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა აირია – “თავისუფლების ინსტიტუტი” ანჩისხატის დასაცავად აქციას აწყობს: კუკავა

97
Untitled design (6)

“თავისუფლების ინსტიტუტი” ანჩისხატის დასაცავად აქციას აწყობს. ქვეყანა აირია” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი კახა კუკავა და ეხმიანება “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ  დღეს, ხელოვნების მუზეუმისა და საგანძურის დაცვის მოთხოვნით აქცია-პერფომანსის გამართვას.

აქტივისტებმა სიმბოლური ჯაჭვი გააკეთეს და პანორამას სამშენებლო ღობეზე ექვთიმე თაყაიშვილის წერილებიდან ნაწყვეტები გააკრეს.

როგორც თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა განაცხადა, ყველა მიზეზი აქვთ, იფიქრონ, რომ ამ შენობას და მასში დაცულ საგანძურს საფრთხე ემუქრება:

“როდესაც ამ მუზეუმზე ჯერ ამბობენ, რომ არარენტაბელურია, როგორ შეიძლება იყოს მთავარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არარენტაბელური. ვინც კი კითხვა დასვა ევაკუაციის გეგმასთან დაკავშირებით, ისინი “ჩამოალაბორანტეს”, დააქვეითეს. პროცესი არ არის საჯარო, არ არის გამჭვირვალე. უკან შუშის შენობას აშენებენ და ისეთი განცდა გვრჩება, რომ უკანა ეზოში ხელს უშლით ეს შენობა. ეს არის რეალური საფრთხე და ძალიან ლეგიტიმურია პროტესტი და ადამიანების შიში.” – განაცხადა მან.

„ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის და საგანძურის გადასარჩენად“ – ხელოვნების მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს

საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება

 

 

magti 5g