LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი 60 რუს დიპლომატს გააძევებს – რუსეთს პასუხი უკვე აქვს

21

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებენ.

გადაწყვეტილება აშშ-ში ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.

აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაეროში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავიც გაძევდება.

ამ ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთმა უკვე გააკეთა განცხადება: რუსეთიდან დიპლომატიური მისიის სულ მცირე 60 თანამშრომელს გააძევებენ.

ინფორმაცია ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა გაავრცელა.

„ აშშ პასუხად ასეთ „საჩუქარს“ მიიღებს“, – განაცხადა ჯაბაროვმა.

სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, დიპლომატების გაძევება სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს. უკრაინამ 13, ჩეხეთმა 3, ლიტვამ 3, ლატვიამ 1, საფრანგეთმა კი 4 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. ამას კი დიპლომატების გაძევების სერია მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g