“ჩვენი მთავრობის დროს და ეს პოლიტიკა, ინიციატივები დაიწყო პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მან მიღწეული პროგრესი იმ პოლიტიკის შედეგს დაუკავშირა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებდა.
“სწორედ მისი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ სოფლის მეურნეობაში, ბოლო 8 წელიწადში, 2 მილიარდზე მეტი არის ინვესტირებული. შედეგად, სოფელ ჩუმლაყში შექმნილი არის 40 სამაცივრე მეურნეობა. წელს, უკვე ექსპორტირებული არის, დაახლოებით, 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით, 80 მლნ ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში და შემოსავლის სახით, ამხელა შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ. ეს ერთი კონკრეტული ფაქტი მოვიყვანე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით, შეგვიძლია კონკრეტული შედეგის მიღწევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.