სამხრეთკორეულმა კომპანიამ „სამსუნგმა“ ონლაინ ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობები წარადგინა. მათ შორისაა Galaxy Z სერიის დასაკეცი სმარტფონები, Z Flip 3 და Z Fold 3, საათები, Galaxy Watch 4 და Watch 4 Classic, ასევე, უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds 2.
ახალი მოწყობილობების გაყიდვა 27 აგვისტოდან დაიწყება. Galaxy Z Flip 3-ის ფასი 1,000 აშშ დოლარია, Galaxy Z Fold 3–ის ფასი 1,800 აშშ დოლარიდან იწყება. Galaxy Watch 4-ის საბაზისო მოდელის ფასი 249 აშშ დოლარია, Galaxy Watch 4 Classic კი 349 აშშ დოლარი ეღირება. რაც შეეხება უსადენო ყურსასმენებს, Galaxy Buds 2 150 აშშ დოლარად გაიყიდება.
https://www.youtube.com/watch?v=74SDT7NfxCg