LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიუმი ირწმუნება, რომ მაიკლ ჯექსონის სულზეა დაქორწინებული, თუმცა სული მასთან ინტიმურ კავშირზე უარს აცხადებს

348
Untitledq

მედიუმი, სახელად კეტლინ რობერტსი ირწმუნება, რომ ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის სულზეა დაქორწინებული. ის სულ მასთან ერთადაა, თუმცა ჯექსონის სული ქალთან ინტიმურ კავშირზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ქალბატონის განცხადებით, „პოპის მეფეს“ შეხება არ სიამოვნებს, მის სხეულს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ იცეკვოს, იმღეროს და ორცხობილები მიირთვას. რობერტსის განცხადებით, მაიკლის სულმა მარტინ ლუთერ კინგს სთხოვა მათთვის ჯვარი დაეწერა.

„მას შეხება არ სიამოვნებს, როდესაც მე მას ვეხები ის ბრაზდება და ჰალუცინაციებს მიგზავნის“, – აცხადებს მედიუმი, რომელიც ასევე ირწმუნება, რომ 2009 წელს, როდესაც მაიკლი გარდაიცვალა მას ნათელმხილველის უნარი უბოძა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები