LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის განცხადებით, შანაე ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს

230
შანაე ბრუკი - რაფაელ მურსაკულოვი

ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, ბრალდებული გარდაცვლილს არ იცნობდა და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

ადვოკატის განცხადებით, რაფაელ მურსაკულოვის ბრალს 9 სექტემბერს წარუდგენენ.

ავსტრალიელი ქალის, შანაე ბრუკის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცნობილი ხდება შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა

„მე შევხვდი უკვე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიციებიც. ოფიციალური ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ მისთვის, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ასე რომ, კონკრეტულად მესამე პირები და სხვა პირები მონაწილეობენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, ხვალ გადმომცემენ. რაც შეეხება კითხვას იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს, რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტულად ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ, რას გვედავებიან“, – განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, თუმცა ამ საკითხზე დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ დეტალები არ იცის.

„ქართული ოცნების აქტივისტი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ამ თემასთან შეხებაში არ არის“, – თქვა ადვოკატმა.

აჟიტირებულები არიან, თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო: ირაკლი ზარქუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g