საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდს შორის არის ძალიან კარგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა, რათა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ჩვენგან მიდის პარლამენტში, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სრულფასოვნად მუშაობდეს და ეს წარმატება გამოხატულებაა ამ ძალიან კარგი კოორდინაციის,“ – აღნიშნა პრემიერმა.