LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღევანდელი მონაცემებით სკოლებში მასწავლებლებისა და თანამშრომლების 60%-მდე აცრილია: ეკატერინე ხუციშვილი

1594
maxresdefault

განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსის განცხადებით, დღევანდელი მონაცემების თანახმად, სკოლებში მასწავლებლებისა და თანამშრომლების 60%-მდე აცრილია. ამის შესახებ ეკატერინე ხუციშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.

„პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, სკოლების მასწავლებლებისა და თანამშრომლების 60%-მდე აცრილია. ვაქცინაციის მსურველებიც არიან. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას და განსაკუთრებით მშობლებს, რომ დაიცვან თავიანთი შვილების ჯანმრთელობა აიცრან.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ არ დადგება საჭიროება, რომ პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს და არც განვაცხადებთ“,-განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრიდან მოსწავლეებს სკოლაში კოვიდუსაფრთხო გარემო დახვდებათ. „მზად ვართ, რომ 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდეს“,-აღნიშნა ხუციშვილმა..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g