LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საორსულე ტანსაცმელის ბრენდი შეიქმნა: „გვსურს გაგიხალისოთ ეს ჯადოსნური პერიოდი“

185
ipiccy-image

საქართველოში საორსულე ტანსაცმელის ბრენდი, სახელწოდებით – „ამატერა“ შეიქმნა. არსებული ინფორმაციით, ბრენდი აწარმოებს ელეგანტურ და მოსახერხებელ საორსულე ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

„ამატერა დაგეხმარება შეინარჩუნო შენი სტილი, იყო კომფორტულად და რაც მთავარია, თავი იგრძნო თავდაჯერებულად ცხოვრების ამ საინტერესო და ცვლილებებით სავსე ეტაპზე. ჩვენ ვქმნით სამყაროს, სადაც ორსული ქალი ისეთი სასურველი და თავდაჯერებულია, როგორც არასდროს“, – იუწყებიან ბრენდის შემქმნელები „ამატერას“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით.

მათივე ინფორმაციით, „ამატერას“ საქართველოში წარმოებული საორსულე ტანსაცმელი უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა მომხმარებელს 20 სექტემბრიდან შეუძლია.

კოლექციის სანახავად ეწვიეთ: https://amatera.ge/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g