LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ნამოხვანჰესის“ დისკრედიტაციაში ჩართული არაკეთილსინდისიერი ადამიანები მტრის ინტერესებს ემსახურებოდნენ

139
ნინო-წილოსანი

„არაკორექტული განცხადებები, რიგ შემთხვევაში, რომელსაც ამ აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ აღნიშნულ ინვესტორთან ურთიერთობებისთვის მთლიანად დამაზიანებელი იყო,“ – ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა „ნამოხვანჰესის“ პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა პროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებმა და დისკრედიტაციამ გამოიწვია. მმართველი პარტიის დეპუტატი აცხადებს, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ენერგოდამოუკიდებლობის ამ მიმართულებით ქვეყანაში ინვესტიციები გაგრძელდეს.

 „არაკორექტული განცხადებები, რიგ შემთხვევაში, რომელსაც ამ აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ იყო მთლიანად დამაზიანებელი აღნიშნულ ინვესტორთან ურთიერთობებისთვის და შემდგომი ინვესტორის მოძიების პირობებშიც, რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყვნენ ჩართული „ნამახვანჰესის“, „ენკას“ და მთლიანად ამ პროცესი დისკრედიტაციის საქმეში, ჩვენი მტრის ინტერესებს ემსახურებოდნენ“, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

შემდგომი ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალია – კობახიძე „ნამოხვანჰესზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები