LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდგომი ინვესტიციებისთვის ცუდი სიგნალია – კობახიძე „ნამოხვანჰესზე“

71
ირაკლი-კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამწუხარო ფაქტს უწოდებს კომპანია „ენკას“ გადაწყვეტილებას – აღარ ააშენოს „ნამოხვანჰესი“. კობახიძის თქმით, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტისა, მთავრობა ენერგოდამოუკიდებლობისთვის მაინც ყველაფერს გააკეთებს.

გილოცავთ, სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების დაკარგვა – ზურა ჯაფარიძე “ნამახვანჰესის“ აღარ აშენებაზე

„ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვისაც, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები. მთავრობას აქვს 10-წლიაი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით.

ნიჰილიზმი, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, დამსხვრეულია – „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეწყვეტა ჩვენთვის მოულოდნელი იყო: ვარლამ გოლეთიანი

ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,„ნამოხვანჰესი“ აღარ აშენდება: ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები